საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლექცია „არმიჰოლში“
7 მაისი 2018

თავდაცვის მინისტრის ლექციას  სამეთაურო საშტაბო კოლეჯის სამეთაურო საშტაბო კურსის მსმენელები დაესწრნენ. ლევან იზორიამ მათ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი რეფორმები გააცნო და  სამ  ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა:  სტრუქტურული რეორგანიზაცია,   შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგია და ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელება.

მინისტრმა  ყურადღება მცირე ზომის ქვედანაყოფების  ავტონომიურობის მაღალ ხარისხზე,  სტანდარტიზაციის უზრუნველყოფაზე, შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელობასა და ინტეგრირებულ, კომბინირებულ მიდგომებზე გაამახვილა.

დასასრულს, ლევან იზორიამ  სამხედრო მოსამსახურეების კითხვებს უპასუხა,   რომელიც შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს შეეხებოდა.

შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

ვიდეო რეპორტაჟი