სამხედრო სასწავლებლების საინფორმაციო შეხვედრა ახალქალაქში
18 აპრილი 2018

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებს იუნკერებმა და კადეტებმა სამხედრო სასწავლებლების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. მოსწავლეებმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიაში მისაღები გამოცდების, სწავლის პროცესის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.  პრეზენტაცია კითხა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება 9 კლასის დამთავრების შემდეგ შეეძლებათ. სურვილის შემთხვევაში მათ ლიცეუმში მოსახვედრად ოთხი საფეხურის გავლა მოუწევთ - ფიზიკური, მეთემატიკისა და ზოგადი უნარების ტესტები, ასევე  სამედიცინო შემოწმება.  

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმაღლესი განათლების მიღება შეუძლიათ. აკადემია კი, მათ ქართული ენის  მოსამზადებელ ერთწლიან კურსს სთავაზობს.

საინფორმაციო შეხვედრების მიზანს კადეტთა ლიცეუმში და თავდაცვის აკადემიაში სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სამხედრო სასწავლების შესახებ ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. საინფორმაციო კამპანია საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. შემდეგი შეხვედრები თიანეთში, რუსთავში, გარდაბანსა და გორშია დაგეგმილი.

ვიდეო რეპორტაჟი