თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის კურსი დასრულდა
11 აპრილი 2018

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ინგლისური ენის კურსების დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საქართველოში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ატაშეს მოადგილემ, მაიორმა ვილიამ ჯორჯმა, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა დავით გუნაშვილმა გადასცეს.

 120-საათიანი სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელებმა ინგლისურ ენაში მოსმენის, წერისა და კითხვის უნარები გაიუმჯობესეს.ყურადღება სასაუბრო ნაწილზე გამახვილდა, სადაც მონაწილეებმა ლექსიკური მარაგი გაიმდიდრეს და ყოველდღიური საუბრისთვის საჭირო უნარები გაიღრმავეს.

თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის მსგავსი კურსები რეგულარულად ტარდება და მომავალშიც გაგრძელდება.

ვიდეო რეპორტაჟი