„ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ძირითადი დაგეგმარების კონფერენცია
26 მარტი 2018

სასტუმროში „ჰუალინგში“ მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის (Noble Partner) ძირითადი დაგეგმვის კონფერენცია მიმდინარეობს. სწავლებაში მონაწილე ნატოს წვერი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები წვრთნების ჩატარების მნიშვნელოვან  დეტალებს ერთი კვირის განმავლობაში განიხილავენ. ძირითადი დაგეგმარების კონფერენციის მიმდინარეობისას დაზუსტდება წვრთნების ჩატარების გრაფიკი, ლოკაციები, განისაზღვრება წვრთნების შინაარსი.

„ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში წელს უკვე მეოთხედ,  აგვისტოს პირველ ნახევრაში, ჩატარდება. მრავალეროვნული სწავლების მიზანს

სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა წარმოადგენს.

სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

ვიდეო რეპორტაჟი