ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში გაემგზავრა
26 მარტი 2018

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში გაემგზავრა. ლევან იზორია საქართველოს მხრიდან პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ქალაქ პოდგორიცას ოფიციალური სტუმრის სტატუსით ეწვევა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრს მონტენეგროელი კოლეგა პრედრაგ ბოშკოვიჩი უმასპინძლებს. ვილა გორიცაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალისა და მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და მონტენეგროს დელეგაციები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვას გაფართოებულ ფორმატში გააგრძელებენ.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონტენეგროს პრეზიდენტს ფილიპ ვუიანოვიჩსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სრჯან დანმანოვიჩს შეხვდება.