DIB სკოლის დირექტორი საქველმოქმედო ორგანიზაციების პრეზიდენტებს შეხვდა
13 მარტი 2018

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორი თეა ნიკოლაშვილი ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია  „Give an Hour“-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს ბარბარა ვან დალენს და ბრიტანული Allied Forces Foundation-ის  პრეზიდენტს  სტიუარტ ტეილორს შეხვდა. შეხვედრა  თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში გაიმართა და მას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი.

თეა ნიკოლაშვილმა სტუმრებს  სკოლის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია,  მხარეებმა  შეხვედრაზე სამომავლო  თანამშრომლობის პერსპექტივები  განიხილეს.

დაშავებული ქართველი სამხედროებისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მალე  ახალი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება.  სწორედ აღნიშნულ პროგრამაზე და მის  პერსპექტივებზე სასაუბროდ საქართველოში საქველმოქმედო ორგანიზაციების „Give an Hour“ და „Allied Forces Foundation“ პრეზიდენტები, დოქტორი ბარბარა ვან დალენი და სტიუარტ ტეილორი ჩამოვიდნენ.  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა უკვე გამართეს შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ზაალ კაპანაძესთან და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ზაზა ჩხაიძესთან.