M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის კურსი დასრულდა
9 მარტი 2018

ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის კურსი საკვალიფიკაციო სროლებით დასრულდა. კურსდამთავრებული სამხედროები თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში უკვე სხვა ჯარისკაცებს მოამზადებენ.

სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულდება უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ მიულოცა და კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. 

2-კვირიან მომზადებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 36 სამხედრო მოსამსახურე გადიოდა. მათ ამერიკული ტყვიამფრქვევის ტაქტიკურ ტექნიკური მახასიათებლები, მოვლა-შენახვისა და უსაფრთხოების წესები, ასევე შეფერხებისა და მისი აღმოფხვრის პრინციპები შეისწავლეს. 

 

ვიდეო რეპორტაჟი