ტურნირი რაგბში
2 მაისი 2015
საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა რაგბის გუნდურ პირველობაში მოიპოვა გამარჯვება. ტურნირი მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე (დაბა ვაზიანი) 14–15 ივლისს გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების 6 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ მატჩში კი ერთმანეთს მეორე ქვეითი და პირველი საარტილერიო ბრიგადების მორაგბეები შეხვდნენ. თამაშებს მსაჯობას „რაგბის კავშირის“ საერთაშორისო კატეგორიის არბიტრები უწევდნენ. გამარჯვებული გუნდი მედლებითა და გარდამავალი თასით დააჯილდოვეს.
გუნდური პირველობა რაგბში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უკვე მეორედ იმართება. როგორც ტურნირის ორგანიზატორმა, ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლეიტენანტმა რევაზ კილაძემ აღნიშნა, შეჯიბრებები რაგბში ყოველწლიურად გაიმართება. „ტურნირის ჩატარების მთავარი მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშესწყობაა,“ განაცხადა რევაზ კილაძემ. შეჯიბრებაში გამოვლენილი საუკეთესო სამხედროებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც რაგბის კავშირის მიწვევით, 14–15 აგვისტოს ბათუმში, ყოველწლიურ საზაფხულო შვიდკაცა რაგბის ტურნირში – „ქვიშის რაგბში“ მიიღებს მონაწილეობას.