ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი
13 თებერვალი 2018

საქართველოში ვიზიტით ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც ნატოს საერთაშორისო სამსახურის, საერთაშორისო სამხედრო სამსახურისა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბ-ბინის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.

ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროში უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი უძღვებოდა. შეხვედრის მიზანი ტოტალური თავდაცვის ჭრილში ნატოს მხარისთვის ერთიანი ეროვნული მიდგომებისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების უზრუნველყოფისთვის განხორციელებული საკონსტიტუციო და სტრუქტურული სამთავრობო ცვლილებების გაცნობა იყო. 


შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ. 


ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტის მიზანია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმების ფარგლებში, (წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი (PARP PG), ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს სამუშაო გეგმა (MC + GEO WP)) მიმდინარე პროცესების შეფასება და სამომავლო გეგმების დასახვა, ასევე, აღნიშნული მექანიზმების თავდაცვის პრიორიტეტებთან სინქრონიზაციის უზრუნველყოფა და ეფექტურობის ამაღლება.