სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი ბაკურიანში
12 თებერვალი 2018

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა  ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PFP) ზამთრის საბაზისო კურსს ბაკურიანში მასპინძლობს. ამჯერად სამთო მომზადება საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში დაიწყო. მასში 12 უკრაინელი და 5 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.


საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები მსმენელებს თხილამურებზე სრიალს, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებს, თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. „იგლუს” მოწყობას შეასწავლიან. სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსის განმავლობაში სამხედროები ტაქტიკურ მარშებსაც განახორციელებენ.

 

კურსი დაბა ბაკურიანში დღეს დაიწყო და 2 მარტს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საზეიმოდ დაიხურება.