ლევან იზორიას გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სომხეთის ელჩთან
24 იანვარი 2018

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რუბენ სადოიანს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ სომხეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის ყოველწლიურ ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაზე ისაუბრეს.


შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და სომხეთის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი სამველ რამაზიანი დაესწრნენ.