კურსი „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ დაიწყო
22 იანვარი 2018

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“ რეგიონული მასშტაბის კურსს - „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ მასპინძლობს. ტრენინგის მიზანს უსაფრთხოების სისტემაში მმართველობის პროცესთან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, საჭირო მეთოდების გაცნობა და უნარების განვითარება წარმოადგენს.

კურსი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა და თავდაცვის ატაშემ, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა და ვიცე-პოლკოვნიკმა, დევიდ როს ეთელმა გახსნეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. 

ორკვირიანი ტრენინგის განმავლობაში რეგიონში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ. მსმენელებს გამოცდილებას ბრიტანელი ინსტრუქტორები გაუზიარებენ. სემინარში საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

პროგრამა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის, კრენფილდის უნივერსიტეტის, დიდი ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მეშვიდედ ხორციელდება.

ვიდეო რეპორტაჟი