საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე
14 იანვარი 2018

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე, ასევე ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში , ქვეყნის მუნიციპალიტეტების გერბებთან და თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოებთან ერთად, საქართველოს სამხედრო ძალების, საქართველოს სახემელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის, ასევე აღმოსავლეთ სარდლობის დროშები გამოიფინა.

ვიდეო რეპორტაჟი