თავდაცვის მინისტრი საშობაო ლიტურგიას ბათუმში დაესწრო
7 იანვარი 2018

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობას აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საშობაო ლიტურგიას ბათუმში, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

საზეიმო წირვა-ლოცვა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.

თავდაცვის მინისტრმა ქართველ ხალხს შობის დღესასწაული მიულოცა და მეტი უსაფრთხოება, კეთილდღეობა და სტაბილური განვითარება უსურვა.

ვიდეო რეპორტაჟი