ტოტალური თავდაცვის კონცეფცია
20 დეკემბერი 2017
საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტოტალური თავდაცვის შესახებ ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა ხაზი ტოტალური თავდაცვის მიმართლებით სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შემუშავებულ რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციას გაუსვა.
 
„ტოტალური თავდაცვის კონცეფცია ქვეყნის თავდაცვის საქმეში საზოგადოების ფართო ჩართულობას გულისხმობს და არა მხოლოდ სამხედრო კომპონენტს. სწორედ ამ მიმართულებით აღვადგინეთ სავალდებულო სამხედრო სამსახური. დეპუტატების აქტიური მონაწილეობით შევქმენით რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფცია. შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც მომავალ წელს პარლამენტი განიხილავს. ტოტალური თავდაცვის კომპონენტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის გააქტიურება. ამ მიმართულებთ ძალიან მნიშვნელოვანი წვრთნა „დიდგორი 2017“ გვქონდა“, - აღნიშნა ლევან იზორიამ და დაამატა, რომ უწყებათშორისი სწავლება ტოტალური თავდაცვის მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება.
 
თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის (SDR) დოკუმენტის მიხედვით თავდაცვის დაგეგმა სწორედ ტოტალური თავდაცვის მიდგომას ეფუძნება. აღნიშნული დოკუმენტი თავდაცვის სამინისტრომ 2017 წელს შეუმუშავა.