საქართველოს თავდაცვის მინისტრს უკრაინის „დამოუკიდებლობის დღის“ სამახსოვრო მედალი გადაეცა
30 ოქტომბერი 2017
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა უკრაინის „დამოუკიდებლობის დღის“ სამახსოვრო მედლით დააჯილდოვა.
ღონისძიებას უკრაინის თავდაცვის ატაშე გენერალ-მაიორი იგორ ოსტაპენკო და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრნენ.
წელს 24 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. აღლუმში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა მიიღეს. მაშინ თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში ვიზიტი ატენის ხეობაში მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის გამო გააუქმა.
ვიდეო რეპორტაჟი