ბრიტანელი მრჩევლის დაჯილდოება
26 ივნისი 2017

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, თავდაცვის სამინისტროს ბრიტანელი მრჩეველი უწყებრივი მედლით, „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. ლელა ჩიქოვანმა სანდრა ხადურს მხარდაჭერისა და თავდაცვის სამინისტროში ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მინისტრის მოადგილემ თავდაცვის უწყებისთვის ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

სანდრა ხადური თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად ორი წლის განმავლობაში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების მიმართულებით მუშაობდა.

დაჯილდოების ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) წარმომადგნელები დაესწრნენ.