სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
21 დეკემბერი 2016

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ვიგენ სარგსიანმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა.

დღესვე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას შეხვდა.

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასაც (DIB) ეწვევა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სომხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ დისკუსიას გამართავს.

ვიდეო რეპორტაჟი