თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს მართავს
16 დეკემბერი 2016
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადესთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ვიზიტი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ქართული დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალით დაიწყება, რომლის შემდეგაც ლევან იზორია აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან პირისპირ შეხვედრას გამართავს. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ქართულ დელეგაციას გაფართოებულ ფორმატშიც შეხვდება, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში 2017 წლის ორმხრივი თანამშორმლობის გეგმას მოეწერება ხელი.