JTEC-ის მრჩეველთა ჯგუფის ბრიტანელი წევრი გენერალ კვინიტაძის სახელობის უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა
15 დეკემბერი 2016

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მრჩეველთა ჯგუფის წევრი, კაპიტანი ჯეიმს ბრეკლი გენერალ კვინიტაძის სახელობის უწყებრივი მედლით დააჯილდოვა.

ბრიტანელ ოფიცერს ჯილდო საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ ოფიცერს მადლობა საქართველოში წარმატებული მისიისთვის გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

კაპიტან ჯეიმს ბრეკლი საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში მოღვაწეობდა. მისი შემცვლელი JTEC-ის მრჩეველთა ჯგუფში იანვრიდან შეუდგება მუშაობას.

დაჯილდოების ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ნატოელი ექსპერტები, ასევე საქართველოში დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დავიდ ეთელი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიდეო რეპორტაჟი