თავდაცვის მინისტრი ჰოლანდიელ დიპლომატს შეხვდა
13 დეკემბერი 2016

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოჰანეს დუმას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში არსებული ურთიერთობის გაღრმავებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ლევან იზორიამ ჰოლანდიის ელჩს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის საქმეში შეტანილი წვლილის გამო, ასევე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) პროექტის მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფებასა და სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო ჰოსპიტალებს შორის თანამშრომლობის საკითხზე გამახვილდა. ლევან იზორიამ ჰოლანდიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ჰოლანდიის ელჩის მოადგილე ფლორ ნუიტენ - ელზინგა დაესწრნენ.

ვიდეო რეპორტაჟი