V ბრიგადის სამხედროები სისხლის უანგარო დონაციის აქციას შეუერთდნენ
13 დეკემბერი 2016

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სისხლის გადასხმის საქველმოქმედო აქციაში მიიღეს მონაწილეობა. სამხედრო ქვედანაყოფის ლაზარეთში სისხლის უანგარო დონაციის აქციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალისა და პროფესორ გიორგი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჯარისკაცების მიერ გაღებული სისხლის რეზერვი ინგოროყვას კლინიკაში ახლადგახსნილ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისა და ონკოჰემატოლოგიის დეპარტამენტს გადაეცემა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და სამედიცინო წესების სრული დაცვით წარიმართა. აქცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ინგოროყვას კლინიკის ერთობლივი პროექტია. მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი პერიოდულად მონაწილეობს.

ვიდეო რეპორტაჟი