გენდერული მეინსტრიმინგი უსაფრთხოების სექტორში
5 დეკემბერი 2016

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კონფერენცია თემაზე „გენდერული მეინსტრიმინგი უსაფრთხოების სექტორში“ გაიმართა. კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ გახსნა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტუდენტებმა უსაფრთხოების სექტორში გენდერულ მეინსტრიმინგთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარადგინეს. ღონისძიების დასასრულს კი, მომხსენებლებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმამაია ავალიანმა სერტიფიკატები გადასცეს.

კონფერენციის ფარგლებში, გამოფენა ,,დამფუძნებელი კრების წევრი ქალები: 1919 -1921" გაიმართა, რომელიც მონაწილეებს საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორმა ანტონ ვაჭარაძემ წარუდგინა.

კონფერენცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას მიეძღვნა. ფორუმი პროექტის ,,გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ვიდეო რეპორტაჟი