ქართველი სამხედრო პარაოლიმპიელები პარასპორტის კვირეულზე
3 დეკემბერი 2016

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პარასპორტის ფესტივალი - „სპორტი ბარიერების გარეშე“ თბილისის „პარასპორტის განვითარების ცენტრში“ გაიმართა. ფესტივალი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობასა და მათი თვითრეალიზაციის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. ფესტივალის ფარგლებში, სპორტის 9 სახეობაში გამართულ ტურნირში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებულმა და დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებით იასპარეზეს.

დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ შეჯიბრებებში აქტიურად მონაწილეობენ. თავდაცვის უწყებისთვის მათზე ზრუნვა, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მხარდაჭერა და მსგავს ღონისძიებებში ჩართვა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

პარასპორტის კვირეული საქართველოში 29 ნოემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 1992 წელს გამოცხადდა.

ვიდეო რეპორტაჟი