DIB სკოლაში სლოვაკმა გენერალმა ლექცია ჩაატარა
17 ნოემბერი 2016
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სლოვაკეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, გენერალ-მაიორმა პაველ მაცკომ თემაზე - სლოვაკეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესი და გამოცდილება - ლექცია წაიკითხა.
ლექციის დაწყებამდე მონაწილეებს DIB-ის დირექტორი თეა ნიკოლაშვილი მიესალმა, სტუმარს მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა.
გენერალ-მაიორმა პაველ მაცკომ საქართველოს თავდაცვის უწყებისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს 1993-2016 წლების სლოვაკეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორია, სტრუქტურა, პრიორიტეტები და ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო. მოგვიანებით, ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
სლოვაკეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე საქართველოში „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის ფარგლებში იმყოფება. ლექცია სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.