ეროვნულ გვარდიაში CMEP-ის დაგეგმვის კონფერენცია მიმდინარეობს
17 ნოემბერი 2016

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში სამხედრო-სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების სწავლების (CMEP) დაგეგმვის კონფერენცია მიმდინარეობს. სამუშაო შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს და სხვა უწყებების წარმომადგენლები, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის საინჟინრო კორპუსისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ექსპერტები მონაწილეობენ.

კონფერენციის მიზანი ბუნებრივ და ტექნოლოგიურ კატასტროფაზე რეაგირების სწავლების სცენარის შემუშავება, ფართომასშტაბიანი
კატასტროფის დროს უწყებათაშორისი თანამშრომლობა, რესურსების ეფექტიანი გადანაწილება და კრიზისებზე რეაგირებაა.

სამხედრო-სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების სწავლების დაგეგმვის სამდღიანი კონფერენცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შსს-სა და აშშ-ის შეირაღებული ძალების ევროპული სარდლობის ორგანიზებით ტარდება.

სწავლება მომავალ წელს, თებერვალში გაიმართება და მასში სხვადასხვა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.