სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი ამერიკელი კადეტებისთვის
23 მაისი 2016

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დღეს დაიწყო. სამთო სწავლებაში აშშ-ის რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის 33 კადეტი მონაწილეობს.

სამი კვირის განმავლობაში ამერიკელი კადეტები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს დაეუფლებიან. ამერიკელი სამხედროები ასევე, შეისწავლიან ორიენტირებას ადგილმდებარეობაზე, მარშრუტების დაგეგმვას რუკაზე, გადაადგილებას კომპასის და რუკის მეშვეობით მთიან რელიეფზე. მათ მდინარის, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და დაბრკოლებაზე მოწყობილი გადასასვლელის გაცნობა და კლდიდან დაშვებაც მოუწევთ. ამერიკელი კადეტები დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენას, კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზებასაც შეისწავლიან.

სწავლების ბოლოს აშშ-ის რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის კადეტები კომპლექსურ და ფიზიკურ ტესტს ჩააბარებენ, რაც მოიცავს ფიქსირებულ თოკზე ასვლას, კვანძებს, კლდეზე ცოცვას, კლდეზე დაშვებასა და გადაადგილება 12 კმ.+1200მ-ზე ასვლას. ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცემათ.

საბაზისო სამთო სწავლება 10 ივნისს დასრულდება.