სემინარები საზოგადოებრივ ურთიერთობებში
2 მაისი 2015
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით სამშვიდობო მისიებში მონაწილეთა საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებზე სემინარები იმართება. სწავლებას ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ექსპერტები უძღვებიან. მათი მსმენელები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის, ასევე სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურების წარმომადგენლები, სამხედროები და სამხედრო თემაზე მომუშავე ჟურნალისტები არიან. ტრენინგები საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ესტონეთის საელჩოს ეგიდით იმართება.
სწავლების გახსნას გაერთიანებული სამეფოსა და ესტონეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეები დაესწრნენ. სემინარი კი ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ტომას ლუკმა გახსნა და საზოგადოების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სწავლების მთავარი მიზანი ავღანეთის სამშვიდობო მისიისთვის შტაბის ოფიცრებისა და საჯარო მოხელეების მომზადება და ესტონური გამოცდილების გაზიარებაა.