სემინარი თემაზე სტრესის და კრიზისული სიტუაციის მართვა
24 თებერვალი 2016

დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების სასწავლო ცენტრში სტრესის და კრიზისული სიტუაციის მართვის უნარების განვითარების სემინარი დაიწყო. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისთვისაა განკუთვნილი.

ორგანიზაციული სტრესის და კრიზისული სიტუაციის მართვის უნარების განვითარების ტრენინგი მონაწილეებს საშუალებას მისცემს გაარკვიონ სტრესოგენული ფაქტორების ზემოქმედება, განსაზღვრონ საკუთარი სტრესის დონე, რთული/სტრესული სიტუაციების მართვის სტრატეგიები და კრიზისული სიტუაციის გარდაქმნა მომგებიან სიტუაციად. აღნიშნული ტრენინგი განკუთვნილია ძირითადად მენეჯერებისთვის, რათა მიღებული ცოდნა სამუშაო ადგილზე დაქვემდებარებულებთან გამოიყენონ.

სტრესის და კრიზისული სიტუაციის მართვის უნარების განვითარების სემინარი პროფესიული განვითარების სასწავლო ცენტრში 25 თებერვალს დასრულდება.