არჩევნები I საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე შექმნილ სპეცუბანში
28 იანვარი 2016

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების I საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე შექმნილი N64 საარჩევნო სპეციალური უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში სპეციალურ უბანზე 700-მდე სამხედრო მოსამსახურეა დარეგისტრირებული. არჩევნებს დამკვირვებლად დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან.

I საარტილერიო ბრიგადის მეთაურის, პოლკოვნიკ ზურაბ თაბუკაშვილის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ხმის მიცემის დროს რამე დარღვევა არ გამოვლენილა.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, სპეციალურ საარჩევნო სიებში არიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც არჩევნების დღისთვის მუდმივად არიან დისლოცირებულები 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით და სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დისლოცირებულნი არიან 1 წელზე ნაკლები ვადით, მაგრამ ადგილობრივ მაცხოვრებლებს წარმოადგენენ - რეგისტრირებულები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

ვიდეო რეპორტაჟი