თავდაცვის მინისტრის შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
27 იანვარი 2016

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა. თინათინ ხიდაშელმა ფონდ „ღია საზოგადოების“ წევრი და ევრაზიის რეგიონული დირექტორი ლეონარდ ბენარდო, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში ვლადიმერ შკოლნიკოვი მიიღო.

თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები გააცნო და ამ პროცესებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ესაუბრა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზეც ისაუბრეს.