კავშირგაბმულობის კურსი დასავლეთ სარდლობაში
22 იანვარი 2016

სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის დანაყოფებს ხონში კავშირგაბმულობის მასშტაბური სწავლება ჩაუტარდათ. ტაქტიკურ-სპეციალურ საჩვენებელ წვრთნაში დასავლეთ სარდლობის სხვადასხვა დანაყოფებიდან 68 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

სწავლებას გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ნუგზარ კაიშაური,სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ ნემსიწვერიძე და სწავლების საერთო ხელმძღვანელი სახმელეთო ჯარების G-6 სამართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ოთარ ბუგიანიშვილი დაესწრნენ.

კავშირგაბმულობის საველე სწავლების მიზანს კავშირგაბმულობის ქვედანაყოფების კავშირგაბმულობის სპეციალისტების მიერ საველე პირობებში საანტენო მეურნეობის გამოყენების უნარ-ჩვევების სრულყოფილად შესწავლა და საანტენო მეურნეობის გამოყენების პროცედურების უნარ-ჩვევების დანერგვა წარმოადგენდა.