ავღანეთში გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ვიზიტი დასრულდა
4 იანვარი 2016

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულს ესტუმრა. ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ჩრდილოეთ სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებს.

გენერალ-მაიორმა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობასახალი წელი მიულოცა და ერთგული სამსახურისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. „ალფა“ ასეულის მეთაურმა, მაიორმა ირაკლი სურგულაძემ გენერალური შტაბის უფროსს საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა და დეტალურად გააცნო ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანები, ასევე რეგიონში არსებული სიტუაცია.

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურს, ბრიგადის გენერალ ჰარტმუტ რენკსაც შეხვდა. გერმანელმა გენერალმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმს.

ვიდეო რეპორტაჟი