გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი ავღანეთში
2 იანვარი 2016

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფებს ახალი წლის მისალოცად საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და გენერალური შტაბის დელეგაცია ეწვია.სტუმრები ქაბულში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენელს, პოლკოვნიკ გიორგი ბლიაძეს შეხვდნენ და მისგან ადგილზე შექმნილი სიტუაციის დეტალური ანალიზი მოისმინეს.

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის ოცეულის შტაბებისსაინფორმაციო ბრიფინგს დაესწრო, სადაც მისიის ეგიდით ქვედანაყოფებზე დაკისრებული ამოცანების შესრულების ანგარიში მოისმინა.

გენერალური შტაბის უფროსი პირად შემადგენლობასაც შეხვდა, ახალი წელი მიულოცა, ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა. სამშვიდობოებმა გენერალს პრობლემებიც გაუზიარეს და მისგან შეძლებისდაგვარად დახმარებისპირობა მიიღეს.

საქართვეოს შეიარაღებული ძალების დელეგაცია ბაზაზე მოქმედ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასაც ეწვია, სადაც ქვედანაყოფის მოძღვარს, მამა ავთანდილს შეხვდა.

ვიდეო რეპორტაჟი