თავდაცვის მინისტრი ახალ წელს სამხედრო ბაზებზე შეხვდა
1 იანვარი 2016

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ახალ წელს სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობასთან ერთად შეხვდნენ. შემდეგ მინისტრი, მისი მოადგილეები და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები IV მექანიზირებულ ბრიგადაში შეიკრიბნენ და ჯარისკაცების მიერ გამართულ სააახალწლო ღონისძიებას დაესწრნენ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ქართველ სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული წელი უსურვეს. ახალი წლის ღამეს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა IV მექანიზირებულ ბრიგადის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძეს პოლკოვნიკის წოდება გადასცა.

ვიდეო რეპორტაჟი