ახალი წელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში
1 იანვარი 2016
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ 2016 წლის დადგომა ფონიჭალის დასახლებაში მდებარე IV მექანიზირებული ბრიგადის 45-ე სატანკო ბატალიონის სამხედროებთან ერთად აღნიშნეს. მათ პირად შემადგენლობას ახალი წელი მიულოცეს და სამშობლოს სამსახურში ყოფნისთვის მადლობა გადაუხადეს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ახალი წლის შემოსვლა გვარდიელებს, სამხედრო პოლიციის პირად შემადგენლობასა და I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებსაც მიულოცეს. მათ ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ტკბილეულით სავსე კალათები გადასცეს და სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვეს.

ვიდეო რეპორტაჟი