დავით ებრალიძე ახალ წელს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა
1 იანვარი 2016

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე 2016 წლის დადგომას გორში, V ქვეით ბრიგადაში შეხვდა. მასთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა პირად შემადგენლობას დღესასწაული მიულოცეს და გამარჯვება უსურვეს. მათ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო გეგმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.

მოგვიანებით დავით ებრალიძე პოლკოვნიკ მამუკა შიუკაშვილთან ერთად დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. მათ აკადემიის პირად შემადგენლობას ახალი წელი მიულოცეს, ქართული ოფიცერთა კორპუსის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

დავით ებრალიძემ და პოლკოვნიკმა მამუკა შიუკაშვილმა ახალი წლის დადგომა I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებსაც მიულოცეს. მათ პირად შემადგენლობას ტკბილეულით სავსე კალათები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

ვიდეო რეპორტაჟი