ახალი წელი IV მექანიზირებულ და I საარტილერიო ბრიგადებში
1 იანვარი 2016

ახალი წლის დადგომა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ I საარტილერიო ბრიგადაში აღნიშნეს. მათ სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

შემდეგ ანა დოლიძემ და ომარ ბეგოიძემ IV მექანიზირებული ბრიგადაში გადაინაცვლეს და მინისტრთან, მინისტრის და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებთან ერთად IV მექანიზირებული ბრიგადისპირად შემადგენლობას ახალი წელი მიულოცეს.