საახალწლო საჩუქრები გმირის შვილებს
30 დეკემბერი 2015
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის (BCT) ხელმძღვანელობა ყოფილ მეთაურთან ერთად 2008 წელს დაღუპული გმირის, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის ოჯახს ახალი წლის მისალოცად ესტუმრა.
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ, მასტერ სერჟანტმა დავით სოტიშვილმა და პოლკოვნიკმა ხვიჩა გუჯეჯიანმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის პატარებს ცენტრის პირადი შემადგენლობის სახელით საჩუქრები და ტკბილეულები გადასცეს.
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელს ატარებს.
უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2002 წლიდან მსახურობდა. მიღებული აქვს მონაწილეობა სამშვიდობო მისიაში - „თავისუფლება ერაყს“. დაჯილდოებულია III ხარისხის უწყებრივი მედლით, ასევე მიღებული აქვს მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი.