თინათინ ხიდაშელის მოულოდნელი სტუმრობა მრავალშვილიანი სამხედროს ოჯახში
29 დეკემბერი 2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისში მცხოვრები სამხედრო მოსამსახურის მრავალშვილიან ოჯახს ახალი წლის მისალოცად მოულოდნელად ესტუმრა. თინათინ ხიდაშელმა ავღანეთში მყოფი კაპრალის მამუკა ბანძელაძის პატარებს საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი მამუკა ბანძელაძე სამშვიდობო მისიას ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ასრულებს და ოჯახს იანვარში დაუბრუნდება.

მამუკა ბანძელაძეს ხუთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს - სამი ვაჟი და ორი გოგონა.

ვიდეო რეპორტაჟი