საჩუქრები დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს
25 დეკემბერი 2015

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაციის კურსზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს.

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 17 ჯარისკაცს „შპს აგროკონსორციუმ წეროვანის“ მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის საკვები პროდუქცია გადასცეს.

აღნიშნულმა კომპანიამ სურვილი გამოთქვა მსგავსი აქცია გაგრძელდეს და სამხედროები, რომლებიც წეროვანში გაივლიან რეაბილიტაციას თავიანთი პროდუქციით დაასაჩუქრონ.