დმანისის თეატრის სპექტაკლი სამხედროებისთვის
15 დეკემბერი 2015

საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „სისხლი“ გამართა. წარმოდგენა თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში მოეწყო. სპექტაკლის დაწყებამდე სამხედროებს კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის - „დღეს“ დამფუძნებელმა ნინელი ჭანკვეტაძემ და თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნათია ტრაპაიძემ მიმართეს და თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დმანისის თეატრის სპექტაკლი პროექტის - „მხარი მხარს“ ფარგლებში ფონდ „დღესთან“ თანამშრომლობის საფუძველზე გაიმართა. წარმოდგენას სამხედროები ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტრო მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გეგმავს.

ვიდეო რეპორტაჟი