23-ე ბატალიონი საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულია
12 დეკემბერი 2015

ავღანეთში გამართული საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის გაძლიერებული „ალფა“ ასეული გახდა. ჩემპიონატი ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ცენტრალური სარდლობის ბაზაზე დისლოცირებული ქვედანაყოფების სამხედროთა შორის გაიმართა.

გადამწყვეტ შეხვედრას ბაზაზე მომსახურე ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა გარდა, ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძეც დაესწრო.

ტურნირში სულ ათი გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ მატჩამდე ქართველმა სამხედროებმა ავღანელ (8:2), რუმინელ (4:1) და ხორვატ (4:1) ჯარისკაცებს სძლიეს, ფინალში კი მაკედონიელ სამშვიდობოებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ შეხვედრაში 3:2 დაამარცხეს. 23-ე ბატალიონის გაძლიერებული „ალფა“ ასეულს სპეციალური თასი გადაეცა.

ტრადიციის მიხედვით, მომავალ წელს კოალიციური ძალების სამხედროთა შორის საფეხბურთო ტურნირის ორგანიზება ქართულ სამხედრო კონტინგენტს მოუწევს.

ვიდეო რეპორტაჟი