სტაჟირება და გადამზადება თავდაცვის უწყებაში
10 დეკემბერი 2015

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებისა და საერთაშორისო მისიის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, რეინტეგრაციის ხელშეწყობის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში სტაჟირებასა და გადამზადებას გადიან.

IV მექანიზირებული ბრიგადის 44-ე სატანკო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ბესიკ გოგობერიშვილი, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე მექანიზირებული ბატალიონის ჯარისკაცი გურამ ჯარიაშვილი, IV მექანიზირებული ბრიგადის 44-ე სატანკო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე გოდერძი ზურაბიანი, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე მექანიზირებული ბატალიონის სამხედრო ამირან ჭეჟია და V ქვეითი ბრიგადის 52-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე თორნიკე ნადირაძე, რომლებიც სამკურნალო შვებულებაში იმყოფებიან, პროგრამაში საკუთარი სურვილით ჩაერთნენ და გადამზადებას J-1 დეპარტამენტში, სამოქალაქო მისაღებში და გენერალური შტაბის კანცელარიაში გადიან.

ვიდეო რეპორტაჟი