ქართველი სამხედროები საფეხბურთო მარათონში ჩაერთნენ
10 დეკემბერი 2015

საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაკრებმა გუნდმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსებიდან 25 წლის იუბილე საფეხბურთო მარათონში მონაწილეობით აღნიშნა. სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ და მოწინააღმდგეებს ამხანაგურ მატჩში დიდი ანგარიშით, 23:2 სძლიეს. საფეხბურთო მარათონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით 25 განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლებმა სიმბოლურად 25 მატჩი გამართეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღე, 10 დეკემბერი, იმავდროულად, მსოფლიო ფეხბურთის დღეა.

ვიდეო რეპორტაჟი