თავდაცვის მინისტრისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრა
9 დეკემბერი 2015

თავდაცვის მინისტრი მედიის წარმომადგენლებს დახურულ ფორმატში, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ შეხვდა. სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებთან ერთად თინათინ ხიდაშელი ჟურნალისტებს სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე, ნატო-საქართველოს მომავალ პერსპექტივებზე და ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სამინისტროსა და მედიის ურთიერთობებიც იყო. კერძოდ, თუ როგორ უნდა მუშაობდეს თავდაცვის სამინისტრო, რომ უწყება კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე იყოს და რას უნდა აკეთებდეს მედია, რომ საზოგადოება უკეთ იყოს ინფორმირებული სტრუქტურაში მიმდინარე რეფორმებზე. კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლები და ჟურნალისტები ურთიერთთანამშრომლობასა და ანალოგიური შეხვედრების გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ.