სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის კურსი დასრულდა
2 ივლისი 2015

დღეს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის ოთხდღიანი კურსი ოფიციალურად დაიხურა.

პროგრამაში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, შოთა ღვინერიამ და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა ტრენინგის მონაწილეებს კურსის დასრულება მიულოცეს და სერთიფიკატები გადასცეს.

სიტყვით გამოსვლისას, შოთა ღვინერიამ კურსის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

ტრენინგი ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიისა და ლიდერობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. სტრატეგიული ლიდერობის პროგრამას ვიცე-პოლკოვნიკი ჯემი ჰართლი რიფლესი და ქრენფილდის უნივერსიტეტის დოქტორი, იფთი ზაიდი უძღვებოდნენ.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიისა და ქრენფილდის უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს საქართველომ უკვე მესამედ უმასპინძლა.