თავდაცვის უწყების თანამშრომლები დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებიან
16 ივნისი 2015

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თავდაცვის უწყების თანამშრომლებმა მედიკამენტები, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები შეაგროვეს. დღის განმავლობაში, შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე, სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის თანამშრომლებს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებში სხვადასხვა სახის პროდუქტი მოჰქონდათ. ნივთებს შორის, სათამაშოები, ბავშვების ჰიგიენური ნივთები და საბავშვო ეტლიც იყო.

შეგროვილი პროდუქტებისა და ნივთების ტრანსპორტირებასა და განაწილებას ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს.

სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის უწყება პირველივე წუთებიდან ჩაერთო. თავდაცვის უწყების ქვედანაყოფები სამუშაოებს სხვადასხვა ადგილას ასრულებენ.