თავდაცვის მინისტრი ჭაბუა ამირეჯიბის სამოქალაქო პანაშვიდზე
2 მაისი 2015

მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჭაბუა ამირეჯიბის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. მწერალთან გამოსამშვიდობებლად ტაძარში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მივიდა. მან ქართველი კლასიკოსის გარდაცვალების გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და ჭაბუა ამირეჯიბის ოჯახსა და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა.

„საქართველოში, განსაკუთრებით თანამედროვე ეპოქაში, ალბათ არ არსებობს სხვა ნაწარმოები, რომელმაც ასეთი დიდი გავლენა მოახდინა თაობების გაზრდაზე, როგორიცაა  ბატონი ჭაბუას ნაწარმოები. ძალიან გული დაგვწყდა ყველას. მინდა, მის ოჯახს გამძლეობა  ვუსურვო. ბატონი ჭაბუა მთელ ერს ძალიან დააკლდება, ჩვენთან რომ აღარ იქნება“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდზე მინისტრთა კაბინეტის წევრები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და საქართველოს რიგითი მოქალაქეებიც მივიდნენ და მწერლის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.  

ქართველი მწერლის ცხედარი ტაძარში გუშინ საღამოს გადაასვენეს. ჭაბუა ამირეჯიბი  12 დეკემბერს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ხვალ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ვიდეო რეპორტაჟი