ვეტერანებმა საიუბილეო თარიღი აღნიშნეს
2 მაისი 2015
დღეს ქართველმა ვეტერანებმა კავკასიის რეგიონიდან ფაშიზმის განდევნის 66 წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიება ვაკის ,,გამარჯვების პარკში” ჩატარდა. აქცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი დავით ნაირაშვილი დაესწრნენ.
აქციის ფარგლებში თავდაცვის სამინისიტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა ვეტერანებთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს. “ეს იყო  საოცარი გმირობის ფაქტი ქართველი მებრძოლების მხრიდან. მათ შეძლეს ძალიან რთულ პირობებში დაემარცხებინათ მოწინააღმდეგე. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ამ ხალხმა თავისი გმირობით და გამბედაობით შეგვინახა საქართველო. მათი გმირობა შეიარაღებული ძალებისთვის ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი და ქართული ჯარი”- განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ ხარშილაძემ.